Digest Logo

🎥 პოლიციამ აჭარაში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

1756883442
პოლიციამ აჭარაში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ვ. დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პატრულ-ინსპექტორებმა გ.ვ. ქობულეთში, ავტომობილით გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღი, მჭიდი და 7 ვაზნა. პოლიციამ გ.ვ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.