Digest Logo

პოლიციამ კახეთში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

1764401545
პოლიციის ლენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ყ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ყოფით საკითხზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, 2007 წელს დაბადებული ზ.ნ. დანის გამოყენებით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

პოლიციამ გ.ყ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სულ სიხარული გქონოდეთ გულში...“ - ნოე სულაბერიძე მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს

⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში!...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ „სანამ სამყარო შეიქმნებოდა, ღმერთმა იცოდა, რომ ჩვენ უნდა ვყოფილიყავით...“ - თეოდორე გიგნაძე