Digest Logo

🎥 პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 7 პირი დააკავა

1764657785
დაკავება ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან: 1983 წელს დაბადებული ა.რ., 1984 წელს დაბადებული გ.რ., 1977 წელს დაბადებული კ.დ., 1998 წელს დაბადებული რ.კ., 1993 წელს დაბადებული გ.მ., 1971 წელს დაბადებული ლ.რ. და 1962 წელს დაბადებული ს.ტ. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეთადონი“, "სუბუტექსი", „ლსდ“, „ჰაშიში“, "პსილოცინის" შემცველი სოკო, „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არ გაღიზიანდეთ წვრილმანებზე, შეეცადეთ თავი აარიდოთ ყოველგვარ კონფლიქტს“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ „ჩემი შვილი გადაყოლილი იყო მაგაზე, სასწაულებს უკეთებდა, მე იმას ვერ გავიმეორებ, რაც პაიჭაძემ ჩემს შვილზე მოგვწერა... მას აქვს ბინა, რომელიც დათომ გაურემონტა“ - ლაურა ღაჭავას სკანდალური ინტერვიუ