Digest Logo

რესტორნის მენეჯერს და თანამშრომლებს, რომლებიც ტურისტებს თაღლითური სქემით თანხებს ახდევინებდნენ, ბრალი წარედგინათ

1707926021
რესტორანი რესტორანი

რესტორნის მენეჯერს და თანამშრომლებს, რომლებიც ტურისტებს თაღლითური სქემით, „პრომო გოგონების“ დახმარებით დიდ თანხებს ახდევინებდნენ ბრალი წარედგინათ, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების განცხადებით, დაკავებულია რესტორნის მენეჯერი და 3 თანამშრომელი.

„საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რესტორან „გრინ პაბის“ ადმინისტრატორს და ამავე რესტორნის ერთ-ერთ თანამშრომელს, წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად, ე.წ. „პრომო გოგონების“ მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გაცნობილი ტურისტები რესტორანში მიჰყავდათ.

ანგარიშსწორებისას, ტურისტებს ბრალდებულები მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი საფასურის გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი, მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამ გზით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულად თანხას, მათ შორის დიდი ბრიტანეთის, სუდანის და ინდოეთის 5 მოქალაქის, დაახლოებით 16 000 ლარის ოდენობის ფულად თანხას თაღლითურად დაეუფლნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ექიმების რჩეული ტოპ 3 პროდუქტი, რომელიც მუცლის ცხიმის დაწვაში დაგეხმარებათ

„შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი ტკივილის ატანაც კი შემიძლია, მამაკაცსაც რომ გაუჭირდება“ - ნინო ბაშარულის გულახდილი ინტერვიუ

ეს ადამიანები ერთმანეთისათვის არიან შექმნილნი - ზოდიაქოს 13 წყვილი, რომლებიც ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ და ხანგრძლივ და მყარ ურთიერთობას ქმნიან