რუსთავში, მდინარე მტკვარში, 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, მაშველებმა ცხედრები ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელი ხიდიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იპოვეს. ერთ-ერთი ცხედარი 31 მაისს, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარედ ხიდიდან გადამხტარ 50 წლამდე კაცს ეკუთვნის, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, თბილისში დაკარგულ პიროვნებას.
ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟების თანამშრომლები.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„არ გირჩევთ სესხის და ვალის აღებას“ - 2 ივნისის მეტაფიზიკური პროგნოზი