Digest Logo

🎥 „საკონდიტრო პროდუქტის შეფუთვებში 2კგ-მდე ნარკოტიკი აღმოაჩინეს“ - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

1753858550
 უკრაინის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის შემოწმების შედეგად, საკონდიტრო პროდუქტის შეფუთვებში დამალული, 2 კილოგრამამდე ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს: „მეთადონს“, „მდმა“-ს , ასევე, ფსიქოტროპულ ნივთიერება „კეტამინს“ შეიცავს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„უკვე ვეჩვევი, რომ იქით უნდა წავიდე... არ მინდა წასვლა“ - რას ამბობს ნანი ბრეგვაძე

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

⭕„მგონი უბრალოდ ზამთრის დეპრესია გაქვს ხოლმე, ზაფხულში კაშკაშებ“ - ნინა წკრიალაშვილი შავ სექსუალურ საცურაო კოსტიუმში პოზირებს