Digest Logo

საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

1759301728
დაკავება, პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ
გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 1960 წელს დაბადებული გ.ბ. და 2002 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ბ.დ. დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გ.ბ და ბ.დ. სხვადასხვა დროს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362 -ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ 22 ოქტომბრამდე სასწორის სეზონი გრძელდება - რას მოგვიტანს ეს სეზონი და ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები

⭕„ვიღაცისთვის კი აქ და ამწუთას ყველაფერი სულ ერთია, ვერაფერს იზამ - ასეთია სამყარო“ - გია მურღულია

🎥 ყველაზე გავრცელებული დაავადებები ხანდაზმულებში - გამომწვევი მიზეზები და პრევენციის გზები, ზაზა თელიას რჩევები!