ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად შუახნის კაცი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიაც ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, მას სამუშაოს შესრულების დროს თავში მინა დაეცა და ადგილზე დაიღუპა.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.