Digest Logo

უმძიმესი საქმის დეტალები და უვადო პატიმრობა კაცს, რომელმაც სხვა არასრულწლოვანების მიმართაც გარყვნილი ქმედება განახორციელა

1780508300
ძალადობა ქალზე

უმწეობის გამოყენებით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების და სექსუალური ხასიათის ქმედების, არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ხასიათის და გარყვნილი ქმედების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიების და არასრულწლოვანის მიმართ არაადიამური მოპყრობის ფაქტებზე მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებული ასაკის გამო უმწეო მდგომარეობაში მყოფ არასრულწლოვან გერს სისტემატურად აუპატიურებდა, აყენებდა მას პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში. ასევე, მის მიმართ ჩაიდინა გარყვნილი ქმედება. ბრალდებულმა დაზარალებული დაიყოლია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე და სისტემატურად აწევინებდა ნარკოტიკულ საშუალება „მარიხუანას“. მოიპოვა მისი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალა, რომელსაც მობილურ ტელეფონში ინახავდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

დაწვი დაფნის ფოთოლი ივნისის ამ განსაკუთრებულ დღეებში და გაუშვი სამყაროში შენი სურვილი! - „რიტუალი ეფუძნება სულიერ და ეზოტერიკულ ტრადიციებს“

„ულამაზესი ანანო და სიმპათიური სიძე ბატონი❤“ - გიორგი სარდალაშვილის მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

🕯 როგორ შევამოწმოთ დამოუკიდებლად, არსებობს თუ არა წყევლა? - „მნიშვნელოვანია გააკეთოს მშვიდად, შიშისა და წინასწარი მოლოდინების გარეშე“