Digest Logo

ვანში სკოლის მოსწავლის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში მხილებული კაცი დააკავეს

1684479513
პედაგოგის დაკავება

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ედება.

უწყების ცნობით, დანაშაული 9-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ძაღლი სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი იყო, ფულის გამო აჯვარებდნენ და აუპატიურებდნენ” – უპრეცედენტო სასამართლო საქართველოში

🎥 რა სიურპრიზი მოუწყვეს თიკა ფაცაციასა და აჩიკო სოლოღაშვილს პირდაპირ ეთერში - სახალისო კადრები

🔵„მაპატიე, რომ დღესაც ცოცხალი ვარ და არ ვწევარ შენ გვერდით“ - რას წერდა გელა ჩარკვიანი ნანა თოიძის დაბადების დღეზე