Digest Logo

„1-ელი ნოემბრის მზე-მთვარის შეერთება 2024 წლის ყველაზე რთულ ახალმთვარეობად უნდა მოვიაზროთ“ - რამაზ გიგაურის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

1730285421
რამაზ გიგაურირამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად იგი 1-ელი ნოემბრის ახალმთვარეობასა და ზოდიაქოს ნიშნებზე მისი ტენდენციების გავლენის შესახებ წერს:

„რა ასტროლოგიურ ტენდენციებს დაუკავშირდება 1-ელი ნოემბრის ახალმთვარეობა

1-ელ ნოემბერს, თბილისის დროით 16:47 საათზე ახალმთვარეობა მორიელის ზოდიაქოს მე-10 გრადუსში იქნება.

ეს გრადუსი სიმბოლურად უკავშირდება პლანეტა ნეპტუნის ნეგატიურ გავლენას, რომელიც იძლევა ძლიერ არარაციონალიზმს, ილუზიას და საკუთარი თავის მოტყუებას. ეს ძველი ფრანგული კალენდრის მიხედვით მიანიშნებს მეთოჯინეზე, რომელიც ამზადებს და მართავს მარიონეტს. იუნგიანური ანალიზური ფსიქოლოგიის მიხედვით კი ეს არის ჩრდილი.

რეალურად, ეს არის პიროვნების ის ასპექტები და თვისებები, რომლებსაც ადამიანი საკუთარ თავში მიუღებლად მიიჩნევს, ამიტომ არაცნობიერში მალავს. ეს მოიცავს იმ ასპექტებსაც, რომლებიც პიროვნების ცნობიერ აზროვნებასთან შეუთავსებელია (მაგალითად, შიში, „უხერხული“ სურვილი, აგრესია, საეჭვო ზრახვა და ა. შ.).

მზე-მთვარის ამ გრადუსში შეერთება მიანიშნებს, რომ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში წინ წამოიწევს საკუთარი თავის სწორად დანახვის და წარსულის გააზრების სურვილი, თუმცა ამას გარემოებები არა თუ ხელს არ შეუწყობენ, არამედ შეუშლიან.

აქედან გამომდინარე, ბევრ ადამიანს მოუწევს როგორც გარეგანი, ისე შინაგანი წინაღობების გადალახვა და რეალობის სწორად აღქმა. ასევე მოუხდება თავის თავში, უახლოეს გარემოცვაში თუ იმ სივრცეში, სადაც ცხოვრობს, აღმოაჩინოს და გააცნობიეროს ის ნეგატიური თვისებები თუ გავლენა, რომლებიც მის განვითარებას ხელს უშლიან.

მორიელი - ფიქსირებული ნიშანია, ამიტომ უახლოესი ერთი თვე ითხოვს სიმტკიცეს, შეუპოვრობას, მიზანსწრაფვას და თავდაჯერებას. ეს ყველაფერი შეიძლება გავაერთიანოთ ისეთ ცნებაში, როგორიცაა გამარჯვების რწმენა. აქ მთავარი არა შურისძიება (მორიელის „დაბალი მენტალობა“), არამედ გამარჯვება უნდა იყოს (მორიელის „მაღალი მენტალობა“). ეს ემოციური ნიშანია, ამიტომ საჭიროა ემოციების მართვა და მაღალ ემოციურ ინტელექტს და რაც მთავარია, სწორ სტრატეგიას მოითხოვს. მხოლოდ ასე მიიღწევა გამარჯვება.

ამ ახალმთვარეობის სიგნიფიკატორი (მმართველი) პლუტონი და მარსია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პლუტონი - თხის რქის, ხოლო მარსი კირჩხიბის ბოლო გრადუსში იმყოფება. ეს მიანიშნებს რაღაცის დამასრულებელ ფაზაზე და ახალ რეალობაში გადასვლაზე. მარსსა და პლუტონს შორის ოპოზიცია ასპექტია. ეს არის ბრძოლა, დაპირისპირება და არჩევანის გაკეთება.

ასე რომ, 1-ელი ნოემბრის მზე-მთვარის შეერთება 2024 წლის ყველაზე რთულ ახალმთვარეობად უნდა მოვიაზროთ.

ეს ახალმთვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება:

* მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის;
* მათთვის, ვის პირად ჰოროსკოპში მორიელის ნიშანი დომინანტურია;
* მათთვის, ვის პირად ჰოროსკოპში, მორიელის მე-10 გრადუსში, ასევე კირჩხიბის ან თხის რქის ნიშნების ბოლო გრადუსში რომელიმე პლანეტა აქვთ განთავსებული;
* მათთვის, ვისაც ასევე პირად ჰოროსკოპში მარსისა და პლუტონის ნეგატიური ასპექტი აქვთ“,- წერს რამაზ გიგაური.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 მეგობრების მოგზაურობა საბერძნეთში - მამულიჩა ათენიდან სახალისო კადრებს გვიზიარებს

რუსა ჩაჩუა დიმა ნაფეტვარიძესთან ერთად პოზირებს - ოჯახური ფოტოები სოცქსელიდან

🎥 „ცის კაბადონზე ორი ბოროტი პლანეტა იკვრება, იქნება მეტი კონფლიქტი, საომარი ვითარება, გამოყენებით ცეცხლსასროლი იარაღის და მჭრელი საგნებისა“ - მიხეილ ცაგარელი სავსემთვარეობაზე