Digest Logo

15 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის მატება - „ჯივიპი“ მოსახლეობას აფრთხილებს

1747308157
მდინარე არაგვი

2025 წლის 15 მაისიდან, მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად, ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.

ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს“.

კომპანია აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, მდინარე არაგვის ნაპირებთან გადაადგილების დროს.

„ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად, მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გამოშვებული ჭარბი წყალი.

წყალდიდობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება „წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის“ დოკუმენტით.

გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას“, - ნათქვამია „ჯივიპის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„გიორგისთან თანაცხოვრებისას აღმოვაჩინე, რომ ძალიან უყვარს ძილი, მე რომ რთული ხასიათი მაქვს, ეს თავიდანვე ჩანდა“ - რას ჰყვება მია მაჩაბელი

🎥 როგორ ვიცხოვროთ 100 წლამდე - რას მალავენ ადგილები, სადაც ადამიანები ყველაზე დიდხანს ცოცხლობენ და რა არის ე.წ. „ლურჯი ზონები“

⭕„მოვდივარ შენი გაყინული სხეულის ჩასახუტებლად“ - ცნობილია, მტკვარში ნაპოვნი ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა, რომელსაც 2 მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ჰყავდა, ტრაგედიის ახალი დეტალები