Digest Logo

🎥 „16 წლის ვიყავი, როცა ხელი დამეწვა, შესაბამისად ხელის ამპუტაცია დამჭირდა“ - პარალიმპიელი ანა ჯაფარიძე პირველი გამარჯვების ემოციებზე

1725958500
 ანა ჯაფარიძე

პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ანა ჯაფარიძემ პარა ტაეკვანდოში საქართველოს ბრინჯაოს მედალი მოუტანა. 

52 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ეგვიპტელი სალმა ალი აბდ ალ მონემ ჰასანი დაამარცხა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ანა ჯაფარიძე გადაცემას „იმედის დილა“ სტუმრობდა, სადაც მან გამარჯვების ემოციები გაიხსენა.

„ჩემი მთავარი მიზანი იყო, ღირსეულად გამოვსულიყავი. წაგება-მოგებაზე აქცენტი არ მქონია. მინდოდა, საქართველოს სახელი გასულიყო ღირსეულად და თამამად. 

როგორც კი გამოვედი, არ ველოდი პირველი ადამიანი ვინც შემხვდებოდა ქართველი იქნებოდა, ძალიან გამიხარდა. იყო ქართველი არ არის მხოლოდ ეროვნება, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გავაძლიეროთ. 

16 წლის ვიყავი, როცა ხელი დამეწვა, შესაბამისად ხელის ამპუტაცია დამჭირდა, თუმცა ძალიან კარგად მიდის ჩემი ცხოვრება. თავიდან სიმშვიდით არ მივიღე ეს ამბავი, მაგრამ მერე საზოგადოებისგან კარგ რეაქციებს ვიღებდი. 

ოჯახს ძალიან უყვარს სპორტი, აქტიური ცხოვრება. ვერ გამოვყოფ ოჯახის ვერცერთ წევრს, რადგან ყველა ძალიან გვერდში მიდგას. ბაბუაჩემი ყოველთვის პოულობს დროს, რომ მიმიყვანოს ვარჯიშზე“, - ამბობს ანა ჯაფარიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს შედეგი დგება როდესაც საკუთარ თავზე მუშაობ და საუკეთესოს ვერსიას ქმნი“ - თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალიდან მორიგ კადრებს აქვეყნებს

🎥 „არ არის რეკომენდებული მშენებლობის დაწყება, ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის გაკეთება და სისხლი დონაცია“ - 10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

⭕მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - ამინდის განახლებული პროგნოზი