Digest Logo

„23 წლის ვიყავი ჩემი მეუღლე რომ მოვიყვანე ცოლად... მისი მადლობელი ვარ, ოჯახი შემინარჩუნა...“ - მერაბ სეფაშვილი

1679166012
მერაბ სეფაშვილი

გადაცემა „სთორის“ სტუმარი მომღერალი - მერაბ სეფაშვილი გახლდათ. მან მეუღლესა და შვილებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომღერლის მეორე ნახევრად ყოფნა ძალიან რთულია, რადგან სულ გადარბენაზე გიწევს ყოფნა.

„23 წლის ვიყავი ჩემი მეუღლე - ნინო რომ მოვიყვანე ცოლად. ნინოს გვერდით დგომა მნიშვნელოვანი იყო. ასე რომ არ ყოფილიყო აქამდე ვერ მოვიდოდით. მადლობელი ვარ მისი. შემინარჩუნა ოჯახი და შვილებთან ურთიერთობა. 

2 შვილი მყავს - ნიკა და სანდრო. ნიკა დაოჯახებულია და მასაც 2 შვილი ჰყავს - ნინა და ალექსანდრე. ნიკას ცოლთან - ანკასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჯიგარი გოგოა. ჩემს შვილიშვილებში კი ახალ შვილებს ვხედავ“, - ამბობს მომღერალი.