Digest Logo

„ამ ყველაფერს ვერავინ წარმოიდგენდა“ - დანა უაითმა ილია თოფურიაზე ისაუბრა

1781018805
დანა უაითმა ილია თოფურია

დანა უაითმა ილია თოფურიას განვლილი გზა გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ 14 ივნისს მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი ქამარს ჯასტინ გეიჯისთან დაიცავს. ამერიკელი ბიზნესმენის თქმით, ქართველი მსუბუქ წონიანი ყველა დროის საუკეთესო მებრძოლების გვერდით ყოფნის გზაზეა.

„თოფურიასთან მიმართებაში ყველაზე სიგიჟე არის ის, რომ თავდაპირველად მტკივნეულ ილეთებსა და მახრჩობელებზე ორიენტირებული მებრძოლი იყო. შემდეგ, ილია დგომში დაუდგა ისეთ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც არიან ნამდვილი მონსტრები, ისინი დაანოკაუტა და ხალხი შოკში ჩააგდო.

ერთ-ერთი მათგანი ვოლკანოვსკია და იმ დროს არ ვიცოდით, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისი იყო. „ელ მატადორი" ახალგაზრდაა და თუ ასე გააგრძელა, ყველა დროის საუკეთესო მებრძოლების გვერდით დადგება“, - განაცხადა მსოფლიოს მთავარი პრომოუშენის პრეზიდენტმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სამყაროში უხილავი ღმერთი ჩანს!“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕„ილუზიისგან გათავისუფლება: რატომ მეორდება ჩვენი ცხოვრების სცენარები?“ - რას წერს რამაზ გიგაური

⭕ „იყო ერთი ეზო, ჰყავდა ორი რეზო“ - რა ფოტოს გვიზიარებს რეზი არველაძის რძალი

წყარო: lagazzetta.ge