
მუსიკოსი და მომღერალი შაბან მამედოვი სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას - აპატიეთ ადამიანებს, რომლებმაც ჰამლეტ გონაშვილის საფლავთან სიმღერის შესრულების გამო გაგაკრიტიკეს? - ასე უპასუხა:
„კი ვაპატიე. ჩემი ერთ-ერთი დიდი ოცნება იყო ბატონი ჰამლეტის საფლავის ნახვა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემ მეგობარს. ამ ემოციებში ვიყავი და გადავწყვიტე ერთი პატარა სიმღერა შემესრულებინა და ჩავწერეთ ეს სიმღერა „ოროველა“. შევასრულე, დავდე და 99,9% კომენტარებისა იყო ძალიან თბილი და პოზიტიური. მაგრამ გამოჩნდა ისეთი ადამიანებიც და ერთ-ერთი განსაკუთრებულად რომლებმაც გამაკრიტიკეს. თან ეს ადამიანი არც ქართველი იყო და არც აზერბაიჯანელი. პირდაპირ ეროვნულ ღირებულებას დაარტყა“, - ჰყვება შაბან მამედოვი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „უმაღლესი ქულა მივიღე... არ ველოდი...“ - შაბან მამედოვი ანრი ჯოხაძეზე
🎥 „ჩემი ნიჭი გადავწყვიტე ერთხელ ბოროტად გამომეყენებინა...“ - რას ჰყვება შაბან მამედოვი?