
მარიამ ბეროძე სოლო მოგზაურია, რომელმაც აზიაში სრულიად მარტო, ექვსი თვის განმავლობაში იმოგზაურა. მოგზაურობის დეტალებს მარიამ ბეროძე სოციალურ ქსელში, პერიოდულად საზოგადოებასაც უზიარებდა ხოლმე.
მოგზაური გადაცემა „ამ შაბათ კვირის“ ეთერში საკუთარ თავგადასავალზე ჰყვება.
„სამსახურიდან წამოვედი და მივხვდი რომ ასეთი რუტინული ცხოვრება აღარ მინდოდა. უცებ გადავწყვიტე რომ სამოგზაუროდ წავსულიყავი, მხოლოდ ერთი გზის ბილეთი მქონდა ნაყიდი და არ ვიცოდი როდის დავბრუნდებოდი. ვიცოდი, რომ საკმაოდ უსაფრთხო იყო მოგზაურობის ვიეტნამით დაწყება“, - ჰყვება მარიამ ბეროძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ბნელი სულების“ რამდენი ტიპი არსებობს და რით იკვებებიან ისინი სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას
⭕სააღდგომო კვერცხის შეღებვის 10 მეთოდი - სასარგებლო რჩევები დიასახლისებს