Digest Logo

არაგვის ხიდზე დილის 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა 1 ზოლზე შეიზღუდება

1752747430
მოძრაობა  -  ქუჩა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე (მარცხენა მხარე, თბილისის მიმართულება) დაზიანდა სავალი ნაწილის ფილა.

უსაფრთხოების მიზნით, ხორციელდება ფილის დემონტაჟი, არმირების გაძლიერება და ახალი ფილის მოწყობა.

აღნიშნული სარემონტო სამუშაოების გამო, მოძრაობა ხიდზე ხორციელდება მხოლოდ ერთი ზოლის ფარგლებში და ეს რეჟიმი შენარჩუნდება ხვალ დილის 07:00 საათამდე.

აღსანიშნავია, რომ არსებული ხიდის გვერდით უკვე მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა, რომლის ექსპლუატაციაში გაშვება მომავალი წლისთვის არის დაგეგმილი.

არსებული ხიდი 1973 წელს არის აშენებული და სავალ ნაწილზე არსებული დაზიანებები ხშირად საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს, რაც პერიოდულად ზღუდავს მოძრაობას და დისკომფორტს უქმნის მგზავრებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ დავივიწყო ცოლიანი კაცი? - რა ურჩია ალექსანდრა პაიჭაძემ ერთ-ერთ გამომწერს

🎥 „ეს დღე ბევრ სასიამოვნო სიახლეს და სიურპრიზს გპირდებათ“ - 17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„დედის და მამის ბედნიერების წყარო“ - ნინი კენჭიაშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს