Digest Logo

არქიმანდრიტ ილიას {თოლორაია} მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს - საპატრიარქო

1762344445
არქიმანდრიტი ილია

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედება აეკრძალა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პატრიარქმა შესაბამისი გადაწყვეტილება ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის გამო მიიღო.

„ბრძანება N 95 სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი

(05.11.2025)

სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიალური კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს.

ილია II

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი“, - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📸 „გოგონა, რომელმაც ყველა სირთულე დამავიწყა და დამიკომპენსირა“ - ალექსანდრა პაიჭაძე ესპანეთიდან შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

⭕„დიდი პიროვნების სიკვდილს ვხედავ...“ - რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია საქართველოსა და მსოფლიოზე

⭕„კარგია დაიწყოთ გრძელვადიანი პროექტები“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი