Digest Logo

🎥 „ჩემი ხმა კახის, მას ალტერნატივა არ ჰყავს“ - მასტერი არჩევნებზე მიდის

1759504257
კახა კაალძე

რეპერი მასტერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და არჩევნების შესახებ წერს. 

მისი თქმით, იგი ხმას კახა კალაძე აძლევს რადგან სჯერა, რომ არსებულ პოლიტიკურ ველზე მას ალტერნატივა არ ჰყავს.

„კადრები 2017 წლის არქივიდან. თემა: მერის არჩევნები.

ზოგადად ყველა ნათქვამ სიტყვას ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, აქედან გამომდინარე არ არსებობს პრინციპული საკითხი რომელზეც შეხედულება შევიცვალე.

თავად მედროვეები და 9-ჯერ "პლასტინკა" გადმოატრიალებულები რომ მაბრალებენ ხოლმე ამას და კომენტარებში წიწინებენ მეცინება.

რაც შეეხება საარჩევნო რეკლამებს, კონცერტებს და სააგიტაციო პროექტებს, არც მონაწილეობას ვიღებდი არასდროს და არც მომავალში მივიღებ, არა იმიტომ რომ ჩამოყალიბებული არჩევანი არ მაქვს ან რაიმე აზრის დაფიქსირება მიტყდება, უბრალოდ ჩემს თავს არ ვხედავ ამ როლში რომ ხალხს მოვუწოდო ვის მისცენ ხმა.

ყველას მხრებზე საკუთარი თავი აბია და ვინც უნდათ ის აირჩიონ. ვიღაცებმა უნდა შეიგნონ რომ როცა ევროპულ ღირებულებებზე, დემოკრატიაზე და სიტყვის თავისუფლებაზე აქვთ პრეტენზია, ადამიანს არჩევნის და აზრის გამოხატვის უფლება უნდა დაუტოვონ და ბულინგში, ლანძღვაში და ტერორში არ ჰყავდეთ ჩაყენებული. ყველა მხარეს ეხება ეს.

ჩემი ხმა კახის, მჯერა რომ არსებულ პოლიტიკურ ველზე მას ალტერნატივა არ ჰყავს. იდეალური პოლიტიკოსები არ არსებობენ, მაგრამ ფაქტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ ქალაქისთვის ყველაზე მეტის გაკეთება მერის რანგში მან შეძლო და მჯერა კიდევ ბევრს გააკეთებს. დაპირებები კი იმაზე რომ ახალი მერი მოვა და თბილისის ქუჩებს საცობებისგან ისე გაანთავისუფლებს როგორც სააღდგომო დღეებშია - უბრალოდ ემოციებზე თამაში მგონია, დანარჩენი თქვენ უკეთ იცით!“, - წერს მასტერი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ექიმები მარწმუნებენ, უკეთ იქნებიო...“ - რას წერს გოჩა ტყეშელაშვილი

⭕„დახვეწილი და გემოვნებიანი“ - გელა ბარკალაიას რძლის ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა

„შვილის ყოლა არის მშობლების სუფთა წყლის ეგოისტური აქტი...“ - რას წერს ლევან შელეგია