Digest Logo

ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო

1754036853
 ერთიანი ეროვნული გამოცდები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ასევე უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს აქვს საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.

ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, მინიმალური გამსვლელი ქულა კი - 15 ქულაზე მეტი. უცხოური ენების ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. მინიმალური გამსვლელი ქულა - 14 ქულაზე მეტი.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ოსურ ენაში ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებს ის აბიტურიენტიც, რომლის ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 15-ზე მეტი.

რაც შეეხება უცხოური ენების გამოცდებს, ზღვრის გადალახვის შესაძლებლობას ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა ქულაც გათანაბრების შემდეგ გახდება 14-ზე მეტი.

დააგროვა თუ არა აბიტურიენტმა გამსვლელი ქულა, საბოლოო შედეგების გამოცხადებისას გახდება ცნობილი.

გამოცდების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყება 4 აგვისტოს 10:00 საათიდან და გაგრძელდება 6 აგვისტოს 18:00 საათამდე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ან უნდა შემეწყვიტა ტურნე, ან გამეგრძელებინა“ – რა დაავადება დაუდგინდა ჯასტინ ტიმბერლეიკს და რატომ აღმოჩნდა რთული არჩევანის წინაშე?

🎥 „მანდაც ყველაზე ლამაზი შენ იქნები“ - შორენა ბეგაშვილის ამერიკული ვოიაჟი გრძელდება, მოდელმა წითელი კაბა მოირგო

📸 როგორ გამოიყურებოდა ანუკი არეშიძე თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენაზე