36 წლის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე კევინ ჰოლანდის ტექნიკური ნოკაუტით დამარცხების შემდეგ ახალ რეიტინგში მე-9 ადგილზეა.
UFC-ის ქართველი მებრძოლის რომან დოლიძის წარმატებაზე საქართველოში დადებითად საუბრობენ და გულშემატკივარს ერთი სული აქვს როდის ნახავს სპორტსმენის მორიგ შეჯიბრებას.
რომანი ბათუმში ცხოვრობს და ხალხის სიყვარულს ყოველდღიურად გრძნობს. პირად ცხოვრებასა და კარიერაზე სალაპარაკოდ კი გადაცემაში „იმედის დილა“ მივიდა.
„ბოლო ორი ოპონენტი ძალიან სახელოვანი ბიჭები იყვნენ, ხუთეულიდან იქნება შემდეგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მინდა შემდეგი ბრძოლა იყოს დეკემბერში, მაგრამ ჩემთვის ოპონენტების ძებნა რთულია.
ძალიან წარმატებული წლები გვაქვს და იყო ერთი წელი, როცა 13 გამარჯვება და 1 მარცხი გვქონდა... მე ფეხბურთით დავიწყე და 28 წლის ვიყავი, როცა პირველი ბრძოლა ჩავატარე“, - ამბობს რომან დოლიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს ასპექტი ცის კაბადონზე ბოლოს 1989 წელს იყო, 2025 წელი დაშლის პერიოდი იქნება“ - რამაზ გიგაური