მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია სტუმრად ნანკა გარის პოდკასტში „მარტოობის 15 წუთში“ იმყოფებოდა, სადაც კარიერასა და ოჯახზე ისაუბრა.
ტელეწამყვანი საუბრობს იმ ბალანსზე, რომელიც ოჯახსა და კარიერას შორის შექმნა და ამბობს, რომ ყოველთვის ოჯახს ანიჭებდა პრიორიტეტს:
„ყოველთვის ვცდილობდი და ვაპრიორიტებდი ოჯახს, უბრალოდ გარემოებებმა იმდენად შემიწყო ხელი, რომ 24-საათიან თავგადადებას არ გულისხმობდა. მომეცა საშუალება ამ ბალანსის. ახლა რომ ვფიქრობ ისეთ სამსახურში მემუშავა, სადაც დილის 9-ზე აუცილებლად უნდა მიხვიდე და საღამომდე სახლში ვერ მიდიხარ, ძალიან დიდი პრობლემები შემექმნებოდა.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მაქსიმალისტი ვარ. თუ რაღაცას ვკიდებ ხელს, აუცილებლად ბოლომდე უნდა გავაკეთო. ამის გამო ძალიან ბევრ რაღაცაში არ ვერთვები. თუ ვიცი, რომ არ გამომივა ან ეჭვი მეპარება, არ ვკიდებ ხელს. მით უმეტეს, მშობლობა ძალიან მრავლის მომცველია. არ მინდოდა, რაღაც მომენტში ოჯახი და სამსახური დაჰპირისპირებოდა ერთმანეთს. თან ისეთი გადაწყვეტილებები მივიღე კარიერაში, მინდოდა, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და რეალურად მეფიქრა, თუ რა მინდა“, - ამბობს გვანცა დარასელია.
მეტის გასაგებად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: