ისტორიაში პირველად საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნულმა ნაკრებმა ფრანკფურტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა.
სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიის, ხორვატიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის გუნდები დაამარცხა, ხოლო თურქეთის ნაკრებთან შეხვედრა ანგარიშით 3:2 დათმო.
მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში კი საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 3:0 სძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მარიამ მათიაშვილმა „სუხიშვილები“ დატოვა - ცნობილია, ანსამბლიდან მისი წასვლის მიზეზი