Digest Logo

კახა კალაძემ დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი დაათვალიერა

1728042107
კახა კალაძე

დედაქალაქის მერი დღეს ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მშობლიურ სოფელს, არხილოსკალოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ესტუმრა და მისი სახელობის სპორტული კომპლექსი დაათვალიერა.

კახა კალაძემ ჩემპიონს კიდევ ერთხელ მიულოცა გამარჯვება და წარმატება უსურვა.

მისი თქმით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია სამომავლო წარმატებებისთვის.

„მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება პრინციპულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას, რათა ასეთივე წარმატებულები იყვნენ, როგორც ლაშა ბექაურია. ძალიან მიხარია. მადლობა პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რომ ასეთი მაგარი პროექტი განახორციელეს. დარწმუნებული ვარ, ეს მისცემს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას და ბიძგს ჩვენს შვილებს, რათა წარმატებულები გახდნენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტს ასევე გაეცნენ საქართველოს მთავრობის წევრები. სპორტული კომპლექსის შენობა მოიცავს ძიუდოს და ჭიდაობის დარბაზებს, რომელიც გათვლილია 100 მაყურებელზე, ასევე მოწყობილია ძალოსნობისა და სატრენაჟორო მულტიფუნქციური დარბაზი, ადმინისტრაციული სივრცე, საკონფერენციო ოთახი, გასახდელები, სანიტარიული კვანძები და საშხაპეები, მწვრთნელების ოთახები და ექიმის კაბინეტი.

პროექტი დაიწყო 2022 წლის მაისში და მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 363 980 ლარით დაფინანსდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 აეროგრილი - წონის კლებისა და ჯანსაღი კვების საუკეთესო საშუალება თუ საშიში ნივთი თქვენს სამზარეულოში?

⭕„მიქაუტაძეს ყველანაირად ვეხმარებით“- ვილი სანიოლი

„მადლობა რომ შენს შვილებად აგვირჩიე...“ - ბარბარა სამხარაძე დედას იუბილეს ულოცავს