ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „ლივერპულის“ კარი 65-ე წუთზე აიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ ანგარიში 2:0 გახადა.
„ლივერპულის“ კარს „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ გიორგი მამარდაშვილი იცავდა.
ეს ხვიჩა კვარაცხელიასთვის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მერვე გოლია.