Digest Logo

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

1780492123
ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა.

3 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6653 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6660 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0960 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1043 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0580 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 4 ივნისს შევა ძალაში.