Digest Logo

„ლივერპულის“ მწვრთნელი არნე სლოტი - „საუთჰემპტონთან“ მატჩში ვნახეთ, რამდენად კარგად შეეწყო გიორგი მამარდაშვილი გუნდს“

1759497112
არნე სლოტმა

„ჩელსისთან“ პრემიერლიგის მატჩამდე „ლივერპულის“ ნიდერლანდელმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა და გიორგი მამარდაშვილის შესახებაც ისაუბრა.

„როგორია ჩემი შთაბეჭდილება გიორგი მამარდაშვილზე მისი ჩამოსვლის შემდეგ? ვფიქრობ, „საუთჰემპტონთან“ მატჩში ვნახეთ, რამდენად კარგად შეეწყო გუნდს. ვიცოდით, რომ ძალიან კარგი მეკარე მოგვყავდა. ახლა საუკეთესო მომენტია იმის დასანახად, თუ რამდენად მოახერხებს გუნდთან ადაპტირებას.

ვფიქრობ, „საუთჰემპტონთან“ დავრწმუნდით, რომ გიორგი ჩვენს კარს საიმედოდ იცავს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან მამარდაშვილი შესანიშნავი მეკარეა. ახლა მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც კელეჰერმა („ლივერპულის“ ყოფილი მეკარე) წარსულში არაერთხელ გააკეთა, როცა ალისონს ცვლიდა. იმედი მაქვს, ისიც ისეთივე წარმატებით შეძლებს ამ ამოცანისთვის თავის გართმევას“, – განაცხადა არნე სლოტმა.

„ჩელსისა“ და „ლივერპულის“ მატჩი ინგლისის პრემიერლიგაში 4 ოქტომბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕2025 წლის ოქტომბრის პირველი ნახევარი, ძირითადი ასტრო-მოვლენები ხათუნა ნოელისგან

⭕ „5 ოქტომბერს ვარსკვლავთცვენა იქნება...“ - რას წერს ხათუნა ნოელი

⭕ „მოსალოდნელია ქორწინება ან მნიშვნელოვანი კავშირები...“ - ჰოროსკოპი 2026 წლისთვის

წყარო: 1tv.ge