Digest Logo

„მადლობა ყველას, ვინც ერთხელ მაინც მიგულშემატკივრა“ - გურამ კაშია

1780467826
 გურამ კაშია

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩის ჩატარების შემდეგ, გურამ კაშია ჟურნალისტებს ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა უკანახაზელმა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 129 შეხვედრა ჩაატარა.

„პირველ რიგში დავიწყებ მადლობით. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც მგულშემატკივრობდა მე, ჩვენს გუნდს. საინტერესო თავგადასავალი იყო. გუნდს მინდა ვუსურვო წარმატება. თქვენ არ იცით, რამდენი ვიტირე ავტობუსში თამაშზე რომ მოვდიოდით, ვერ მაჩერებდნენ, ემოციებით დაცლილი ვარ.

პირველ რიგში დასვენება მჭირდება. 39 წლის ვხდები და არ დამისვენია, ერთი - ორი კვირა მჭირდება რომ დავისვენო, შემდეგ კი მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ საით წავიდე, მაგრამ აუცილებლად ფეხბურთში ვიქნები, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი საქმეა, გარკვეულწილად მესმის ეს საქმე და მინდა ფეხბურთში ვიყო.

ახალი კაპიტანი? მე არაფერს არ ვურჩევ, რადგან კვარას არ სჭირდება ჩემი რჩევა. ძალიან მაგარი ლიდერის თვისებები აქვს და ამაზე მეტყველებს ის, რომ 2 დღის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, დღეს კი ნაკრებთანაა.

კვარაზე ერთი კითხვაც არ არის, რომ მაგარი კაპიტანი იქნება“, - განაცხადა გურამ კაშიამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ გურამ კაშია ეროვნული ნაკრებიდან ტაშით გააცილეს

⭕ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ვახტანგ კობაიძე

⭕გვიან ღამით მტკვარში მანქანა გადავარდა - სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს