Digest Logo

🎥 „მანამდე „შავ სიაში“ ვიყავი“ - ეკა კვალიაშვილი 25 წლის შემდეგ ჩატარებულ სოლო-კონცერტზე

1749550600
ეკა კვალიაშვილი

23 მაისს - თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებლის, მომღერლის, მუსიკოსისა და პიანისტის - ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სამინისტრო გახლდათ. საიუბილეო საღამო, რომელიც 25 წლის შემდეგ პირველად შედგა კვალიაშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში - სახელად ერქვა „აქ სიყვარულია“. საღამო წარმატებით ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეკა კვალიაშვილის მეგობრებმა და კოლეგებმა: თემურ თათარაშვილი, რომან რცხილაძე, ნუკა კვალიაშვილი, ლუკა ჭოხონელიძე, „თბილისური კვარტეტი“, პიანისტი ლევან ჩხაიძე.

რაც შეეხება მომღერლის სცენიდან გაუჩინარების მიზეზებზე იგი ჟურნალ „სარკესთან“ ალაპარაკდა.

„25 წლის შემდეგ გავაკეთე პირველად ჩემი სოლო კონცერტი. აბა, მანამდე სულ ხელს მიშლიდნენ, სულ „შავ სიაში“ შესული მომღერალი ვიყავი. არასდროს მპატიობდნენ არც ნიჭს და არც სამშობლოს სიყვარულს, საბედნიეროდ, გავარღვიე ამდენი ბოროტებისგან შექმნილი ჯებირი.

ძალიან ბევრი ჩასაფრებული პოზიციიდანაც იყო კონცერტზე, მაგრამ, ჩემდა საბედნიეროდ, მათი იმედები არ გამართლდა.

არავის ეგონა, რომ მე შევძლებდი ამდენ ხანს დგომას და სიმღერას, თან, ხარისხის დადებას“,- ამბობს ეკა კვალიაშვილი „სარკეთან“ ინტერვიუში.