Digest Logo

🎥 „მანქანას ძალიან ვუფრთხილდები, თუ წვიმის ერთი წვეთიც დაეცემა, უკვე ცუდ ხასიათზე ვდგები“ - როგორი მძღოლია კახა მიქიაშვილი და რა „წითელი ხაზები“ აქვს საგზაო მოძრაობაში

1752665778
ი კახა მიქიაშვილი

„იმედის დილის“ რუბრიკაში „ავტომობილი“ მსახიობი კახა მიქიაშვილი იყო სტუმრად, რომელმაც ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მეგობრების წრეში, მსახიობი ცნობილია თავისი ყურადღებით ავტომობილის მოვლის მხრივ.

„პედანტი ადამიანი ვარ, არა მხოლოდ მანქანაში არამედ სახლშიც, ოთახშიც. 

მანქანას ძალიან ვუვლი და წვიმის წვეთიც თუ დაეცა, სანამ არ გავწმენდ ნერვები მეშლება, რომ წვიმს ცუდ ხასიათზე ვარ. ძალიან ვზრუნავ. შეიძლება, ზედმეტადაც კი. 

არ ვარ კანონდამრღვევი მძღოლი. მომსვლია რამდენჯერმე ჯარიმა, ვცდილობ არ დავარღვიო, თუმცა იმაზე არ ვდარდობ რამდენით დავჯარიმდი, არამედ იმაზე, რომ არ მინდა სტატისტიკაში აისახოს ჯარიმის ქონა. 

ძალიან ფიცხი და ფეთქებადი ადამიანი ვარ, არის რაღაც საკითხები, რასაც ვერ ვატარებ და მაგ დროს მეწყება ჩემი კონფლიქტურობა და იმპულსურობა.

ძირითადად მდგომარეობიდან გამოვყავარ, დაგვიანებას, არაპროფესიონალიზმს, შეთანხმების დარღვევას, არის  რაღაც დეტალები, რასაც გამოვყავარ მდგომარეობიდან, თუმცა მალევე მავიწყდება და ყველაზე მეტად მე ვნანობ.

საჭესთან როცა ვზივარ და წინ მხვდება რაღაც გუბე რომელიც მანქანას დამისვრის, ძალიან მეწყინება“, - ამბობს მიქიაშვილი. 

როგორც იგი ჰყვება ნემსის გაკეთების ძალიან ეშინია. 

„ნემსის გაკეთების დღემდე ძალიან მეშინია, დღემდე ვეუბნები ექიმს ხომ არ მეტკინება“, - ამბობს მსახიობი. 

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

⭕კახა კალაძე: ყველას, ვინც ავარიულ კორპუსში ცხოვრობთ, მუნიციპალიტეტი გიდგებათ თავდებში და წელიწად-ნახევარ ორ წელში ახალაშენებულ კორპუსში იმ ფართის ბინა გადმოგეცემათ, რაც გქონდათ

⭕„მალე გვბეზრდება ერთფეროვნება, გვიყვარს ფლირტი და ბედნიერება...“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე