მომღერალმა ნინო ჩხეიძემ, ქალიშვილის, მარიამის ნიშნობის ამბავსა და მომავალი სიძის მიმართ თავდაპირველ ემოციებზე გადაცემაში „ნოესთან“ სტუმრობისას ისაუბრა.
მისივე თქმით, გულში ყოველთვის ჰქონდა სურვილი, რომ სიძე ქართველი ყოფილიყო:
„სულ ახალი ამბავია, რომ მარიამი დაინიშნა. ჩემი სიძე არის კანადელი. მინდოდა რომ ქართველი სიძე მყოლოდა. მინდოდა რომ ჩემ სიძეს ჩემით ეამაყა. პროტესტი მქონდა. მარიამი არის ძალიან გაწონასწორებული და ჭკვიანი. შენიშვნას ვერ გაბედავ.
თქმა ვერ გავბედე, მაგრამ ჩემ თავთან მქონდა ფიქრები, რატომ იყო ჩემი სიძე კანადელი. ძალიან მეგობრულად გამოვხატე. არ მეწყინა, მაგრამ მეგობრულად ვკითხე. დარწმუნებული იყო საკუთარ თავშიც და იმ ბიჭშიც, მივხვდი, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდა. ერთი წლის წინ რომ გავიცანი ეს ბიჭი, მივხვდი, რომ არ შემცდარა ჩემი შვილი. საქსოფონზე უკრავს, გიტარაზე, მართლა კარგი ბიჭია“, - ამბობს ნინო ჩხეიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
ჩ
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რეაქცია, როცა ნაკრებს ბულგარეთში ჩასვლა ჩაასწარი“ - რა ვიდეოს აქვეყნებს საბა საპანაძე