
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ მისამართებს:
ისნის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, მელქაძის, კალანდაძის, მარტვილის, ბერძნის, შატოძის, გრიშაშვილის, ჩხეიძის, ეფრემ მცირის და ნადიკვრის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკოლაძის, გულუას და გორგასალის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისი, დაბა შინდისი და დაბა ტაბახმელას მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემი ნიჭი გადავწყვიტე ერთხელ ბოროტად გამომეყენებინა...“ - რას ჰყვება შაბან მამედოვი?
⭕„საუცხოო გარეგნობა...“ - ნანუკა სტამბოლიშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს