Digest Logo

მთის ტრასების სააგენტო: სააგენტოს სამაშველო სამსახურმა თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი ამოიყვანა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება - ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება

1768075326
მთის ტრასების სააგენტო

მთის ტრასების სააგენტოს (MTA) ინფორმაციით, სააგენტოს სამაშველო სამსახურმა თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირი ამოიყვანა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.

„მთის ტრასების სააგენტოს (MTA) სამაშველო სამსახურის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, სვანეთში, თეთნულდის მთაზე ზვავის ჩამოწოლისას, თოვლის ქვეშ მოყოლილი ერთი პირის ამოყვანა რამდენიმე წუთში განხორციელდა. თოვლის საფარიდან ამოყვანილ პირს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები, ხოლო ჯგუფის ყველა წევრი უსაფრთხოდ იმყოფება.

ზვავი ჩამოწვა გიდების სკოლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელშიც სულ 15 ადამიანი მონაწილეობდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მე სოფლიდან ვარ, მამაჩემი ქვაბებს ყიდდა, დედა კი მდივნად მუშაობდა, როდესაც სოფელში იბადები, ცხოვრებაში პერსპექტივები დიდი არ არის, მაგრამ ამან ხელი არ შემიშალა“ - ვილი სანიოლი

🔵„დღის დაწყებისას სხეულს პირველ რიგში წყალი სჭირდება“ - არუნ ხათრის რჩევები

🔵მერაბ დვალიშვილი იუბილარია - ქართველი სპორტსმენის წარმატებული კარიერა და გზა ვანიდან UFC-მდე