მომღერალი ნინო ჩხეიძე გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც შეწყვეტილ ორსულობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ეს გამოცდილება დღემდე ემოციურია მომღერლისთვის. როგორც ნინო ჩხეიძე ჰყვება, ყოველივე ამ მძიმე მდგომარეობის შემდეგ თურქეთში, წმინდა მარიამის სახელობის ტაძარში განსაკუთრებული ლოცვით მიმართა ღმერთს:
„პირველი ბავშვი დავკარგე, სამ თვეზე ორსულობა შეწყდა. ძალიან ცუდად გადავიტანე და რთული ჩარევები დამჭირდა. ქალები მიხვდებიან ეს რამხელა სტრესია.
თურქეთში წმინდა მარიამის სახელობის ტაძარში უფალს შევთხოვე, თუ არსებობ სადმე გეხვეწები ახლა დავრჩე ორსულად და გპირდები, ბავშვს მარიამს დავარქმევ-მეთქი. ზუსტად ორ კვირაში დავრჩი ორსულად და ბავშვს მარიამი დავარქვი“, - ამბობს ნინო ჩხეიძე.
მეტის სანახავად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რეაქცია, როცა ნაკრებს ბულგარეთში ჩასვლა ჩაასწარი“ - რა ვიდეოს აქვეყნებს საბა საპანაძე