Digest Logo

„პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის ცნობილია

1749588257
ხვიჩა კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

პარიზული გუნდი B ჯგუფში მადრიდის „ატლეტიკოსთან“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლ სანდერსთან“ ერთად ითამაშებს. ჯგუფიდან მერვედფინალში ორი გუნდი გადის.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ტურნირზე პირველ მატჩს 15 ივნისს პასადენაში „ატლეტიკოსთან“ ჩაატარებს. შემდეგ ასევე პასადენაში 20 ივნისს „ბოტაფოგოს“ დაუპირისპირდება, ხოლო ბოლო ტურში სიეტლში „სიეტლ სანდერსს“ შეხვდება.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის ცნობილია „პარი სენ-ჟერმენის“ განაცხადი:

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა, მატვეი საფონოვი, არნო ტენასი

მცველები: აშრაფ ჰაკიმი, პრესნელ კიმპემბე, მარკინიოსი, ლუკა ერნანდესი, ნუნუ მენდეში, ლუკას ბერალდო, უილიამ პაჩო, ნოამ კამარა

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი, ვიტინია, სენი მაიულუ, ვორენ ზაირ-ემერი, ჟოაო ნევეში, გაბრიელ მოსკარდო

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, გონსალო რამოში, უსმან დემბელე, დეზირე დუე, ლი კანგ-ინ, ბრედლი ბარკოლა, იბრაჰიმ მბაიე

ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი აშშ-ში 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს სკოლა ბრმებისთვის არ არის, აქ რა უნდა...“ - რას ჰყვება შაბან მამედოვი მის მიმართ დისკრიმინაციაზე?

⭕„საუცხოო გარეგნობა...“ - ნანუკა სტამბოლიშვილი ახალ კადრებს აქვეყნებს

🎥 „თაობიდან თაობამდე გზას აცდენილები არიან...“ - რა არის საგვარეულო წყევლა და შეიძლება თუ არა მისი გამოსწორება?

წყარო: 1tv.ge