საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები კი დღეს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის მეტოქე ბოსნია იქნება და გამარჯვების შემთხვევაში, ქართველი კალათბურთელები კონტინენტის პირველობის პლეი ოფის საგზურს, რვაწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიპოვებენ.
არსებობს შანსი, რომ საქართველოს ნაკრები მერვედფინალში წაგების შემთხვევაშიც გავიდეს, თუმცა საამისოდ საჭიროა ესპანელები ბერძნებთან დამარცხდნენ.
ბოსნია-საქართველოს მატჩი თბილისის დროით, 16:00 საათზე დაიწყება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „დროებით ჩემო ლამაზო სამშობლო“ - ნინი შერმადინი
⭕მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი - საქართველოს ნაკრები თურქეთს შეხვდება
⭕დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ