Digest Logo

„შენი მონატრება ახლა დაიწყო და ალბათ არასდროს მიმატოვებს...“ - მიშელ გურიელაშვილი მამას კაკული გურიელაშვილს ემოციური პოსტით ემშვიდობება

1704695638
მიშელ გურიელაშვილი

59 წლის ასაკში ცნობილი მომღერალი კაკული გურიელაშვილი გარდაიცვალა. მომღერლის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ერთდროულად დაამწუხრა საზოგადოება ისრაელსა და საქართველოში, რადგან იგი 50 წელი იდგა ორი ქვეყნის სცენაზე.

გავრცელებული ცნობით, მომღერალი ბოლო დროს ხშირად ავადმყოფობდა და მძიმე სენს ებრძოდა.

კაკულის ვაჟი მიშელ გურიელაშვილი აწ გარდაცვლილ მამას ემოციური პოსტით ემშვიდობება:

„მამაჩემი, ჩემი მეფე, ჩემი ძვირფასი, ჩემი მაგალითი, გვირგვინი ჩემს თავზე.

არ მჯერა და არ მჯერა იმ ტკივილის სიდიდე, რომელიც გამოგვიგზავნე.

შენი მონატრება ახლა დაიწყო და ალბათ არასდროს მიმატოვებს.

ძალა გამომიგზავნე, რომ ვიზრუნო ყველაფერზე რაც დაგვიტოვე“,- წერს მიშელ გურიელაშვილი.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ორშაბათიც შაბათია“ - მერაბ სეფაშვილის, კაკული და მიშელ გურიელაშვილების შესრულება

🔵 „კამათს იმის შესახებ, 25 დეკემბერს უნდა აღვნიშნოთ შობა თუ 7 იანვარს, თუკი პოლიტიკურ სარჩულს გამოვაცლით, ვნახავთ, რომ არც ერთი არაა სწორი“ - ცვატა ბერძენიშვილი