Digest Logo

შსს: მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე

1759513305
შსს შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს სამინისტრო მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია გამოკითხვაზე პოლიციაში. საზოგადოებას მალე მივაწვდით დამატებით ინფორმაციას მომხდარი შემთხვევის სხვა დეტალების შესახებაც“, - ნათქვამი უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.