გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 23 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.„თელასის“ ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, დიღმის მასივის I, II, VI კვარტლების, გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, პეტრე სარაჯიშვილის, თოფურიძე ვალენტინის, გოძიაშვილის, არზაყან ემხვარის, პეტრიწის, ფარჯიანის, გაბაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, თოფურიას, ინტენსიფიკაციის, კორნელი ჩალაძის, გურიელის, ჩხიკვაძის, ძოწენიძის, ირაკლი გამრეკელის, დუდუ დადიანის, პაბლო პიკასოს, დავით გამრეკელის, მუზაშვილის და პაატა დათუაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 24 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
მთაწმინდის და კრწანისის რაიონები
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და ნადიკვრის ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის, აკაკი ბაქრაძის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, III, IIIა, IV მიკრორაიონების, ვარკეთილი-2 IIIა მიკრორაიონის, თაყაიშვილის, სუხიშვილის, ნიკოლოზ ლანდიას, დვალის, კუპრაძის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო ბეჭდის ტარება!?
⭕„აკონტროლეთ სიტყვები, მეტი მოუსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ“ - 20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი