Digest Logo

ცნობილია, რატომ დაიხურა ეროვნული გალერეა 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით

1754054486
ეროვნული გალერეა

ეროვნული გალერეა 1-ელი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით ვიზიტორებისთვის დაიხურება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

როგორც მუზეუმის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჰაერის მაღალი ტექნიკური პრობლემების გამო, შეუძლებელია გალერეაში ტემპერატურისა და ტენიანობის პარამეტრების დაცვა.

„ტექნიკური ხასიათის პრობლემების გამო, შეუძლებელი გახდა საგამოფენო დარბაზებში ტემპერატურისა და ტენიანობის დადგენილი პარამეტრების დაცვა, რის გამოც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ვიზიტორთათვის დაიხურება მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით“, – წერს საქართველოს ეროვნული მუზეუმი სოციალურ ქსელში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მზის სხივები და თავდაჯერებულობა...“ - ნუცა ბუზალაძე ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს

⭕„მზის შემდეგ“ - სალომე ღვინიაშვილი საბერძნეთიდან კადრებს აქვეყნებს

⭕„მართლა მეცოდება ყველა...“ - რას წერს ზურა ხაჩიძე