
გუშინ სოციალურ ქსელში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და სხვადასხვა წყარო ამტკიცებდა, რომ უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი - გიორგი ნარმანია დაიღუპა.
საბედნიეროდ, ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა და ჯარისკაცი ცოცხალია. ფაქტს გიორგი ნარმანიას და ადასტურებს.
„ცოცხალია! ნუ გაავრცელებთ ცრუ ინფორმაციას! მის შესახებ მოგახსენებთ ჩვენ - მისი ოჯახის წევრები და არა სატელევიზიო არხები!“, - წერს ვარდო ნარმანია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 ნუცა ბუზალაძის პირველი ინტერვიუ American Idol-ში გამოსვლის შემდეგ - რას ჰყვება მომღერალი