Digest Logo

უბედური შემთხვევა ქუთაისში - კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადავარდა

1780989556
მუშა

ქუთაისში, ერთ-ერთი კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადავარდა და დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, კაცი მესამე სართულზე განთავსებული ხარაჩოდან გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

უბედური შემთხვევის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სამდღიანი ზეიმი, ცნობილი სტუმრები და სიცილიური სამზარეულო - დუა ლიპას და კალუმ ტერნერის გრანდიოზული ქორწილი სიცილიაში

⭕რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ - ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„ფინანსური კეთილდღეობის საკითხები პირველ პლანზე გადადის“ - 9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი