
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რეაბილიტაციის გამო, ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიკეტება.
კალაძის თქმით, მეტროსადგურის რეაბილიტაცია ივნისი-აგვისტოს შუალედში მოხდება და მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ დაკეტვის პერიოდში ვარკეთილის მიმართულებაზე ავტობუსები და სამარშრუტო ხაზები დაამატოს.
„ვიწყებთ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, სამუშაოების ვადად 18 თვე განისაზღვრა“, - განაცხადა კალაძემ.
„ვარკეთილის“ რემონტი მუნიციპალიტეტს დაახლოებით 14 მილიონი ლარი დაუჯდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „სპინალურით ვმშობიარობ, ბავშვის მამას ვუგზავნი ამ ვიდეოს“ - კესარია აბრამიძემ შვილი გააჩინა?