Digest Logo

„3 წლის გახდა ვიკი კოდუა...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ქალიშვილს იუბილეს ულოცავს

1730824156
ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებას ყოველდღიურად უზიარებს მის ცხოვრებისეულ მოვლენების შესახებ სიახლეებს და ფოტოებს.

ცოტა ხნის წინ ალექსანდრა პაიჭაძე და ბიზნესმენი დავით კოდუა დაშორდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია მოდელმა თავად სოციალურ ქსელში გაავრცელა. წყვილს ერთი საერთო ქალიშვილი, ვიქტორია ჰყავთ, რომელსაც ალექსანდრა იუბილეს ულოცავს და გამომწერებს ფოტოებს უზიარებს.

„3 წლის გახდა ვიკი კოდუა. გვიყვარხართ და თქვენი გულითადი და კეთილი სურვილების მაგნიტები ვართ, მადლობა!“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

რაც შეეხება დავით კოდუასთან დაშორებას, ალექსანდრა სოციალურ ქსელში წერდა, რომ საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა.

„ბევრი ჭორის თავიდან აცილების მიზნით ვწერ ძვირფასებო. ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს, თუმცა დიდი მადლიერებით და სრულიად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა. ვრჩებით მეგობრებად სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები.

მადლობა დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, გაბედნიერებისთვის!

ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე, რაც ჩვენ სამწუხაროდ აღარ გამოგვივა“, - წერს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მინდა საჯაროდ ვაღიარო, რომ ლესბოსელი ვარ, უფრო სწორად ბისექსუალი...“ - სალომე კალანდაძის სკანდალური აღიარება

🎥 იწვევს თუ არა ფეხის ფეხზე გადადება მაღალ წნევას და გაფართოებულ ვენებს? - ექიმების რეკომენდაციები

🎥 „ასაკზე არასდროს ვფიქრობ, ეს მინარჩუნებს განწყობას და ინტერესებს... არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი, ცხოვრებას უნდა ებრძოლო“ - საინტერესო ადამიანები სიბერეზე