მომღერალი ნინი შერმადინი ბიზნესმენ ლაშა ბასლანძეს ემშვიდობება და ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით ლაშა ბასლანძე სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი იყო:
„შეხვედრამდე ჩვენო ძვირფასო, ერთგულო, იმედიანო და უღალატო მეგობარო! ძალიან მოგვენატრები ლაშიკო… ყველა ვინც ძალიან მიყვარდა, ვერ ვნახე გარდაცვლილი, შენც სულ ცოცხალი იქნები ჩემთვის და ჩემს მეხსიერებაში, ღიმილიანი და თბილი ლაშიკო.
40 წლის ასაკში რა სიყვარულიც შენ მიგაქვს ამ ქვეყნიდან მაგას დამსახურება და შეძლება უნდა, შენ ეს შეძელი მეგობარო, გარდაცვლილიც სამაგალითო და მისაბაძი ხარ, როგორი პატივით უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან თურმე.
ძალიან, ძალიან მოგვენატრები. მაპატიე, რომ ვერ გაცილებ. მომიკითხე ჩემები და ჩაეხუტე ჩემს მაგივრად. დამელოდეთ სანამ უფალი ინებებს ჩემს თქვენამდე მოსვლას.
ილოცეთ ჩვენთვის ყველასთვის ზეციური საქართველოდან. ძალიან მიყვარხარ“, - წერს ნინი შერმადინი.
ლაშა ბასლანძე დღეს, 4 ნოემბერს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ბიზნესმენი 40 წლის ასაკში 2025 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში გარდაცვალებამდე მოგზაურობდა.
მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.
მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„გული მეგლიჯება რომ მახსენდებით...“ - სალომე ბაკურაძე მეუღლეს ემშვიდობება
⭕ზოდიაქოს რომელ ნიშანს ელოდება დაწინაურება ნოემბერში
⭕„უმაგრესი ადამიანი...“ - რა კადრებს აქვეყნებს მერაბ დვალიშვილი