
ჰოლივუდის მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ, ისრაელI-„ჰამასის“ ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში „სთორი“ გაავრცელა, სადაც ღაზაში „დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ" მოუწოდებდა და წერდა, რომ „ის რაც ისრაელში მოხდა ტერორისტული აქტია, მაგრამ ეს ვერ გაამართლებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შედეგად დაკარგული უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს“.
მოგვიანებით მან დაბომბილი ღაზას სექტორის ამსახველი ფოტო გაავრცელა, რომელსაც თან ტექსტი დაურთო, სადაც ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნაზე უარის თქმის გამო ისრაელი გააკრიტიკა და ასევე მსოფლიო ლიდერები, რომლებთან დაკავშირებითაც თქვა, რომ ისინი ღაზაში მომხდარი „დანაშაულების თანამონაწილეები“ არიან.
„ეს არის მიზანმიმართული დაბომბვა „ხაფანგში მყოფი“ მოსახლეობისა, რომლებსაც გასაქცევი არსად აქვთ. ღაზა თითქმის ორი ათეული წელია ღია ცის ქვეშ იყო და სწრაფად ხდება „მასობრივი საფლავი“. დაღუპულთა 40% უდანაშაულო ბავშვია. მთელ ოჯახებს კლავენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო უყურებს და მრავალი მთავრობის აქტიური მხარდაჭერით, მილიონობით პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლე - ბავშვები, ქალები, ოჯახები - კოლექტიურად ისჯება და დეჰუმანიზაციას განიცდის. მათ ართმევს საკვებს, წამლებსა და ჰუმანიტარულ დახმარებას საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნაზე უარის თქმით და გაეროს უშიშროების საბჭოს ორივე მხარისათვის ერთის დაკისრების ბლოკირებით, მსოფლიო ლიდერები არიან ამ დანაშაულების თანამონაწილეები“, - დაწერა ანჯელინა ჯოლიმ „ინსტაგრამზე“.
ანჯელინა ჯოლი, ისრაელი-„ჰამასის“ ომზე მსგავსი კომენტირების გამო, გააკრიტიკა მისმა მამამ, ჯონ ვოიტმა, რომელმაც სამწუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა სათაურით „სიმართლე და ტყუილი“, რომელშიც ის ამერიკის დროშის ფონზე ამბობდა, რომ „იმედგაცრუებულია" ამ კონფლიქტთან დაკავშირებით მისი ქალიშვილის შეხედულებებით და ამტკიცებდა, რომ „ისრაელის არმიამ უნდა დაიცვას ისრაელის მიწა“, რომელსაც „არაადამიანური ტერორიზმის გზით დაესხნენ თავს“.
ცნობისთვის, ანჯელინა ჯოლი, 2022 წელს გადადგა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიის ელჩის თანამდებობიდან, რომელსაც ის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკავებდა. მას მამის კომენტარებისთვის ჯერ არ უპასუხია.
View this post on Instagram
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ
🔵ჭორები დათო ხუჯაძისა და ბესელიას შესახებ, პოლიტიკა, ქალები და შვილი, რომელიც თითქმის არ იცნობს
🔵როგორ აღნიშნა ანრი ჯოხაძემ დაბადების დღე - კადრები წვეულებიდან