„ბავშვი არ არის ცარიელი ფურცელი, რომელზედაც უფროსებმა საკუთარი სურვილები უნდა დაწერონ“, - ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე ბავშვის აღზრდისა და მონტესორის ფილოსოფიის შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ნამდვილი აღზრდა ეფუძნება ბავშვის პიროვნებისა და შინაგანი რიტმის პატივისცემას, სადაც მშობლისა და პედაგოგის როლი არა მითითებების გაცემა, არამედ მხარდაჭერა და დაკვირვებაა:
„🌞 მონტესორის პედაგოგიკა ბავშვის ბუნებრივი არსის პატივისცემა.
🌞 „დამეხმარე, რომ თვითონ შევძლო“ ამ ერთ წინადადებაში მარია მონტესორის მთელი პედაგოგიური ფილოსოფიაა მოქცეული.
მონტესორისთვის ბავშვი არ არის ცარიელი ფურცელი, რომელზეც უფროსებმა საკუთარი სურვილები უნდა დაწერონ. ის სამყაროში მოდის უნიკალური ბუნებით, განვითარების შინაგანი რიტმითა და შესაძლებლობებით.
ზრდასრულის ამოცანა არ არის, ბავშვი საკუთარ წარმოდგენებს მოარგოს. მისი პასუხისმგებლობაა შექმნას მშვიდი, უსაფრთხო და მოწესრიგებული გარემო, სადაც ბავშვი შეძლებს:
— თავად აირჩიოს და იმოქმედოს;
— შეცდომა დაუშვას და გამოასწოროს;
— პასუხისმგებლობა თანდათან აიღოს;
— საკუთარი ძალა და შესაძლებლობები აღმოაჩინოს;
— შინაგანი დისციპლინა გარეგანი იძულების გარეშე განივითაროს. აქ თავისუფლება ყველაფრის ნებადართულობას არ ნიშნავს. ეს არის თავისუფლება მკაფიო და ჯანსაღ საზღვრებში — გარემოში, სადაც ბავშვს პატივს სცემენ, მაგრამ პასუხისმგებლობასაც ასწავლიან.
🌞 მასწავლებელი და მშობელი აღარ არიან მხოლოდ მითითებების გამცემი ადამიანები.
🌞 ისინი დამკვირვებლები, მხარდამჭერები არიან.
🌟დავინახოთ ბავშვი ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.
ხშირად ბავშვის ბუნებრივ არსს ფარავს ოჯახური მოლოდინები, შიში, შედარება, ზედმეტი კონტროლი და მის ნაცვლად მუდმივად მოქმედება. შედეგად, ადამიანს შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც გაუჭირდეს არჩევანის გაკეთება, პასუხისმგებლობის აღება და საკუთარი შესაძლებლობების ნდობა.
მონტესორის პედაგოგიკა მხოლოდ სწავლების მეთოდი არ არის. ეს არის ბავშვის პიროვნების, ღირსებისა და შინაგანი სამყაროს პატივისცემაზე დაფუძნებული ხედვა“, - წერს ლამზირა ხაწაპურიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: