ცნობილი პლასტიკური ქირურგის და პროფესორის - ციცინო შურღაიას „ზმნისთვის“ მიცემულ ინტერვიუს დიდი რეზონანსი მოჰყვა, იგი ჰყვება თუ რა მოხდა მასა და ია ფარულავას შორის, რომლებიც წლებია მეგობრობდნენ.
შურღაია ინტერვიუში საუბრობს, რომ ია ფარულავა ყველას ატყუებს და მათ შორის მოატყუა თავისი ყოფილი ქმარი ტარიელ სუარიც, რომელსაც როგორც თავად შურღაია ამბობს, ია ფარულავამ ბინა გააყიდინა და ახლა იმ ბინაში ცხოვრობს ტარიელი, რომელიც იამ ციცინოსგან შეიძინა.
სკანდალი ბინების გარშემო სოციალურ ქსელში კვლავ გრძელდება:
ციცინო შურღაია:
„ტარიელ! მე იასგან ვიცი, რომ ბინა გაყიდე და 100 000 დოლარი მიეცი ვალების დასაფარად. მეუბნებოდა, რომ სასტუმროში ცხოვრობდი, იამ რომ გიღალატა. მერე ფული რომ მიეცი, ისევ დაგაბრუნეს უკან. მერე ისე გიღალატეს და ახლა ჩემს ყოფილ ბინაში ცხოვრობ. პირველ რიგში, რომ შემხვდი მითხარი: „იასთან არაფერი საერთო აღარ მაქვსო. მე შენს ყოფილ ბინაში ვიცხოვრებ, მეკუთვნის და იმიტომო. მეგობრად მიგულე და როცა დაგჭირდები დამირეკე, დაგეხმარებიო“. (არ მითხრა, რომ რამეს ვიგონები და ვამატები). თუ ამდენი ბინები გქონდა, რა გინდოდა იმ ქალის ბინაში, რომელსაც ორჯერ გიღალატა? მე არაფერი არ მომიგონებია.
რამდენადაც ვიყიდე, იმდენად გავყიდე“,- წერს შურღაია სუარის მიმართ.
რაზედაც, ტარიელ სუარმა კომენტარში უპასუხა:
„1) ტყუილი: მე რაც გავყიდე (ბინას ნამდვილად ვერ დავარქმევ მაგრამ კარგ,) კი არ ვაჩუქე ვინმეს, არამედ მაგ ფასად სასტუმროს 200 000 დოლარი წილი შევიძინე.
მე–2) ტყუილი: სასტუმროში კი არ ვცხოვრობდი, არამედ ვრჩებოდი და დღესაც ვრჩები, როდესაც თავისუფალია ჩემთვის შესაფერის ნომერში.
მე–3) ტყუილი, არანაირი ფული ჩემითვის არავის უკან არ დაუბრუნებია.
მე-4) ტყუილი ია ვერ მიღალატებდა მეორედ, რადგანაც მე მასტთან ფიზიკური ურთიერთობა არ აღმდგენია და ეს შენ კარგად იცოდი.
მე-5) ტყუილი: მე შენთვის არ მითქვამს, რომ იასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, არამედ გითხარი, რომ ის ახლა ჩემი ბიზნესპარტნიორია და არ ვაპირებდი შენს შორის გაფუჭებული ტელეფონის თამაშს.
მე–6) ტყუილი: შენს ყოფილ ბინაში ვიცხოვრებ კი არ გითხარი, არამედ ვცხოვრობ ამჟამად, სანამ არ გაყიდის-მეთქი და.ა.შ.
მე-7) მე შენ შემოგთავაზე ჩემი კეთილად გამოყენება, (რაც გულისხმობდა შენ ღამღამობით ცუდად გახდომის შემთხვევაში პირველი დახმარებების აღმოჩენას იმ დონეზე, როგორც ამას მანამდე ია აკეთებდა) შენ კი შეეცადე, რომ სამჯერ გამოგეყენებინე ბოროტად.
1 ) შენ მთხოვდი რომ: იასთვის გადამეცა შენი დანაბარები. (შეურაცხმყოფელი) და როდესაც უარი გითხარი, მიპასუხე, „აბა სხვა რაში მჭირდებიო“.
2) ახლა უკვე სხვისი საკუთრებიდან, ჩემი დახმარებით გინდოდა გაგეტანა კარადა მასთან შეუთანხმებლად და მე ჩაგეყენებინე ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩემ ბიზნესს პარტნიორთან (სხვათა შორის ეგ სიძის ამბავი მე) მოვიგონე, იას არ უთქვამს. არც ისე სულელი ვარ, როგორც გეგონე)
3) მომიხსენიე შენს ინტერვიუში, როგორც დაბალი ღობე.
და ბოლო: მე იმ ადამიანის ბინაში და მასთან ერთად კი არ ვცხოვრობ, არამედ ჩემი ბიზნესპარტნიორის საქმიანობაში არსებულ ფართს ვქირაობ და ხალხს ტვინს ნუ ურევ და გირჩევ, აღარ ახსენო ჩემი სახელი პრესასთან, თუ არ გინდა რომ პასუხმაც არ დააყოვნოს“,- წერს ტარიელ სუარი.
