Digest Logo

„ჭადრაკი კი არა, ბავშვს სწავლის საწყის საფეხურზე სჭირდება ნატიფი მოტორიკის მაქსიმალურად განვითარება, ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა, ქსოვა!“ - მაია ცირამუა

1653036707
ფსიქოლოგი მაია ცირამუა

ფსიქოლოგი - მაია ცირამუა სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს და იმ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სკოლებში ჭადრაკის სწავლება პირველი კლასიდან იწყება.

„ჭადრაკი კი არა, ბავშვს სწავლის საწყის საფეხურზე სჭირდება ნატიფი მოტორიკის მაქსიმალურად განვითარება - ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა, ქსოვა - მთლად საოცრებაა! რაც უფრო მეტი რამე „გამოსდის ხელიდან“, მით უფრო კარგად ვითარდება ტვინი, იზრდება თვითეფექტურობისა და თავდაჯერებულობის განცდა, იძერწება ნებისყოფა, კონცენტრაციის უნარი, ვითარდება ფანტაზია, ბავშვი სწავლობს ყოფნას - პროცესზე ორიენტირებას…

ჩემი შვილი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს! უნდა სხვებს აჯობოს! წარმატება, წარმატება, წარმატება და ა. შ - ამ მიდგომით ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც ამდენი ტვირთისგან დაღლილები, დემოტივირებულები, სულ შედეგზე ფიქრით მუდმივად მშფოთვარენი, მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად, როცა ჩვენს დავალებებს კარგად ასრულებენ“, - წერს ცირამუა.

 

ასევე დაგაინტერესებთ

🎥 „ბოლოს საქართველოში დაბრუნების წინ ვნახეთ, ძალიან ენატრებოდა ბავშვი და ძალიან უნდოდა ნახვა...“ - სოფო ნიჟარაძემ ელის-მარია სააკაშვილთან ერთად მესამე პრეზიდენტი მოინახულა

🔵„მივიღე გამოწვევა - ამ შანსის გამოყენება ჩემთვის დიდი პროფესიული გამოცდილება იქნება“ - მარიტა მელიქიშვილი

🔵„ეცადეთ შეასრულოთ დაგეგმილი საქმეები და არაფერი არ გადადოთ მომავლისთვის“ - მიხეილ ცაგარელი